გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნის შედეგი ის არის, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნის შედეგი ის არის, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული

მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, ბრძოლის წინა ხაზზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია.

„მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული, უამრავი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირია დახოცილი, ბევრი სამხედრო ბრძოლის ველზე დატოვა და აგრესორს შეატოვა. ეს არის მიშა სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.