გია ვოლსკი - კონსერვატიული მიდგომა თუ აქვს თითოეულ ჩვენგანს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს, გამოვიდეს და ესოდენ მჭახე განცხადება გააკეთოს 
გია ვოლსკი - კონსერვატიული მიდგომა თუ აქვს თითოეულ ჩვენგანს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს, გამოვიდეს და ესოდენ მჭახე განცხადება გააკეთოს 

არის თემები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ღირსებას, ისტორიულ წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობას, ამ თემასთან დაკავშირებით თუ კონსერვატიული მიდგომა აქვს თითოეულ ჩვენგანს და არამარტო პოლიტიკოსს, საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს, გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს ესოდენ მჭახე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

ვოლსკის თქმით, მსგავსი განცხადებები თავისი შინაარსით არასწორია.

„უღირსი განცხადებაა და მე ამასთან დაკავშირებით სრულად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ არ არის გამორიცხული, თუ ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, თუ არ გვიფასებენ იმას, რასაც ჰქვია უშველებელი სოციალური პროგრამები, ის რომ საერთოდ კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს თემა არის დაფიქსირებული, შრომის კოდექსია, რომელიც არ ყოფილა, შეიძლება, ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ გაუმჯობესდება. უამრავი თემაა, რომელიც ეხება სწორედაც იმ პრინციპებს, რასაც სოციალ-დემოკრატია გულისხმობს. თუ ამის მიღმა შეეხნენ იმ ღირსებას, რაც შენ გაგაჩნია, რასაკვირველია, არასწორია. მეტსაც ვიტყვი, იმ რეზოლუციას, რომელიც არის სრულიად უტიფარი, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ, შეუერთდნენ სოციალ-დემოკრატები ისე, რომ არცერთს არ მოუკითხავს რეალური სიტუაცია, რომელიც საქართველოში არსებობს. დამოკიდებულება არის უსამართლო ჩვენ მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.