ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი - კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება
ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი - კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება

საქართველოს მოსახლეობის მხრიდან საჭიროა, რომ მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება, – ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, ევროპული რეფორმების დღის წესრიგი არის ის, რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ საქართველოში პოლიტიკური პარტიები.

„რამდენიმე თანამდებობა მეკავა, რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოსთან. ვიცი, რამდენად პროევროპელია საქართველოს მოსახლეობა და ძალიან პოლარიზებულია საქართველოს პოლიტიკური გარემო. ევროპული რეფორმების დღის წესრიგი არის ის, რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები და იმედი მაქვს, რომ მმართველ პარტიაში დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას მთავარ მიზნად აღიქვამენ“, – განაცხადა კეტი პირმა.