გია ვოლსკი - კონსენსუსის დიდი სურვილი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ
გია ვოლსკი - კონსენსუსის დიდი სურვილი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ

კონსენსუსის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„შეთავაზება, რომელიც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რასაკვირველია, ეს დაფუძნებული იყო იმ სურვილებზე, რომელიც ყველას გაგვაჩნია, რომ არგუმენტებით ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ. ფაქტობრივად, ერთ მხარეს დარჩა პარალიზების სტრატეგია, გადაკეტვების, სახელმწიფო უწყებების თუ გზების პარალიზების და მეორე მხარეს არის კვლავ ძალაში არსებული შეთავაზება რომ დეტალებში, არგუმენტირებულად იქნეს განხილული ყველა ექსპერტის მონაწილეობით ეს საკითხი. ულტიმატუმი, პარალიზება დარჩა მეორე მხარეს.

სამწუხაროა, რომ ამ თემას არ გამოეხმაურნენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი რესურსი იყო კონსენსუსამდე მისვლის, მაგრამ კონსენსუსის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მზად არის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან კონსტრუქციული საუბარი გამართოს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „ჰესის მშენებლობის პროცესი ხეობაში თუ გრძელდება, მაშინ დიალოგს აზრი აქვს“.