კახა კუჭავა - ვარლამ გოლეთიანს დავუკავშირდით, რათა მომესმინა, რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს დისკუსიაში, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა
კახა კუჭავა - ვარლამ გოლეთიანს დავუკავშირდით, რათა მომესმინა, რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს დისკუსიაში, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. მათ სურვილი თუ ექნებათ, შემიძლია, შევხვდე და კონსტრუქციული საუბარი შედგეს. ისინი თუ ჩათვლიან, რომ ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიერ შეთავაზებული მოლაპარაკების ფორმატი კონსტრუქციულობის ჩარჩოს ცდება.

„შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს დავუკავშირდით, რათა გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება. შეთანხმება მიღწეული იქნებოდა ან არ იქნებოდა, მაგრამ ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა ლაივში გადაიცემოდა. ყველას შეუძლია, ნახოს, რა ფორმატს მოიაზრებდა, იყო ყველა მხარე წარმოდგენილი, ხდებოდა საკითხების განხილვა და პოზიციების შეჯერება. ასეთი სამუშაო ჯგუფის შედეგი და ანგარიშიც კი დაიწერა, დასრულდა წარმატებით. ერთადერთი მიზანი იყო, მომხდარიყო კომუნიკაცია და მომესმინა, რამდენად აქვთ მათ სურვილი. პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ ნდობა გაჩნდეს. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. მათ სურვილი თუ ექნებათ, შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება და კონსტრუქციული საუბარი შედგეს. ისინი თუ ჩათვლიან, რომ ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ლაივი იქნება ეს, ტელევიზია თუ სოციალური ქსელები.

ჩემი შეთანხმება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ მოხდება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც (ამაზეც უნდა ვისაუბროთ, მათთან ერთად შევთანხმდეთ) გავაგრძელოთ მუშაობა მოკლე ვადებში. ეს არის შეთავაზება, ისინი თვლიან თუ არა საჭიროდ, პარლამენტის ჩართულობას მაღალ დონეზე, რომ საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით და კონსენსუსის მიღწევით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. მათ სურვილი თუ ექნებათ, შემიძლია, შევხვდე და კონსტრუქციული საუბარი შედგეს. ისინი თუ ჩათვლიან, რომ ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას