გია ვოლსკი - კემულარიები რას იტყვიან, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია, რა მტკიცებულება უჭირავს პროკურატურას
გია ვოლსკი - კემულარიები რას იტყვიან, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია, რა მტკიცებულება უჭირავს პროკურატურას

კემულარიები რას იტყვიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მნიშვნელობა აქვს, რა მტკიცებულება უჭირავს პროკურატურას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ პროკურატურას ეს მტკიცებულებები არ აქვს ნებისმიერ ტელევიზიას შეგიძლიათ, თავისუფლად გადასცეთ მოქმედებების ზუსტი სატელევიზიო ჩანაწერი, რის გამოც მას ბრალს უყენებენ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.

ამასთან, დღეს „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა. „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება „არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია“.