გია ვოლსკი - IRI, რომლის მიმართაც გარკვეული პატივისცემა გვაქვს, კარგად უნდა დააკვირდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას
გია ვოლსკი - IRI, რომლის მიმართაც გარკვეული პატივისცემა გვაქვს, კარგად უნდა დააკვირდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას

ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის გარშემო არიან მობილიზებული, ჩვენთვის პატივსაცემ IRI-ს აწვდიან ინფორმაციას, რომელიც რეალობას არის აცდენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„აშკარად იგრძნობა ხაზი, რომელსაც კონსპირაცია შეიძლება ვუწოდოთ. ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის გარშემო არიან მობილიზებული, ჩვენთვის პატივსაცემ IRI-ს აწვდიან ინფორმაციას, რომელიც რეალობას არის აცდენილი. ეს ყოველივე კი ქმნის გარკვეულ საშიშროებას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ნიჰილიზმით განეწყოს იმ დასავლური ფასეულობების მიმართ, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვქადაგებთ, გამომდინარე ამის პრაგმატული გადაწყვეტილებიდან. IRI, რომლის მიმართაც გარკვეული პატივისცემა გვაქვს, კარგად უნდა დააკვირდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევები დღეს გამოქვეყნა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.