გია ვოლსკი - გიორგი აბაშიშვილის განცხადება ისტერიულია, არც ხუმრობაა და არც სერიოზული ანალიზი
გია ვოლსკი - გიორგი აბაშიშვილის განცხადება ისტერიულია, არც ხუმრობაა და არც სერიოზული ანალიზი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს არაფერს ვუპასუხებდი, რადგან მისი განცხადება რაღაც ისტერიულია, არც ხუმრობას და არც სერიოზული კაცის ნათქვამს არ ჰგავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, გიორგი აბაშიშვილის განცხადება შექმნილი ვითარების ადეკვატური არ არის.

„ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა დაისვას ამ საკითხებზე. ეს არც ხუმრობაა, არც სერიოზული ანალიზია და არაადეკვატურია შექმნილი ვითარების“, – დასძინა ვოლსკიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.   მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.

დატოვე კომენტარი