გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტზე - ვფიქრობ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიას არც პარლამენტში და არც არსად არ აქვს აზრი
გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტზე - ვფიქრობ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიას არც პარლამენტში და არც არსად არ აქვს აზრი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ მიერ პლენარული სხდომებისთვის გამოცხადებულ პოლიტიკურ ბოიკოტს ეხმაურება.

ვოლსკი ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ორნაირი პასუხი აქვს.

„ვფიქრობ, საერთოდ ასეთ რეჟიმში მოღვაწე პარტიას არც პარლამენტში და არც არსად არ აქვს აზრი. არის მეორეც, ხარისხი, რომელიც არის პასუხისმგებლობის საკითხი. ყველაფრის მიუხედავად, აზრების ჭიდილი და მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული პოზიცია ხშირად ზღვარგადასულია, გადასულია უზრდელობაშიც, მაგრამ არის თემები, რომელსაც საკმაოდ საინტერესოდ წარმოადგენენ ხოლმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პლენალურ სხდომაზე არ დაესწრებიან კანონპროექტების განხილვას, მათ შორის არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას.