„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პლენალურ სხდომაზე არ დაესწრებიან კანონპროექტების განხილვას, მათ შორის არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების პროცესში, გოგორიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარტიაში ჯერ მიღებული არ არის.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, პარტია პროცესების შესაბამისად იმოქმედებს. დეპუტატი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ პროცესებში.