გია ვოლსკი - დონალდ ტუსკს ვალდებულებები აქვს პარტიის მიმართ, რომელმაც მაღალ პოსტზე აირჩია, სერიოზული დაძაბულობა აქვს სამშობლოში, აქედან გამომდინარეობს მისი პათოსიც
გია ვოლსკი - დონალდ ტუსკს ვალდებულებები აქვს პარტიის მიმართ, რომელმაც მაღალ პოსტზე აირჩია, სერიოზული დაძაბულობა აქვს სამშობლოში, აქედან გამომდინარეობს მისი პათოსიც

„სახალხო პარტია“, მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია და, რასაკვირველია, ასეთი სტილის განცხადებები მუდმივად იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ორი პოსტი გამოაქვეყნა. ერთ-ერთში ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, ხოლო მეორეში გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

„ყველა უნდა შევეჩვიოთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ „სახალხო პარტია“ იქნება განსაკუთრებით აქტიური. „სახალხო პარტია“, მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები ეს ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია და, რასაკვირველია, ასეთი სტილის განცხადებები მუდმივად იქნება, განსაკუთრებით ტუსკის განცხადებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. იგი „ევროპის სახალხო პარტიის“ არა თუ წევრი, არამედ თავმჯდომარეა და გარკვეული მნიშვნელოვანი ვალდებულებები გააჩნია იმ პარტიის მიმართ, ვინც ესოდენ მაღალ პოსტზე აირჩია ევროპულ სტრუქტურებში. გარდა ამისა, საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა აქვს თავის სამშობლოში, სადაც პრემიერ-მინისტრი იყო. დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი და ტუსკის პარტია საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან. აქედან გამომდინარეობს „სახალხო პარტიის“ ერთიანობის აუცილებლობა, რასაც ტუსკი უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარეობს მისი განცხადების შინაარსის პათოსი და არამარტო ამ საკითხებთან მიმართებით. იგივე უკრაინის თემაზეც ჰქონდა განცხადებები და ბევრი სხვაც იქნება. 2012 წლის წინა პერიოდში თუ როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვინ დაეჭირათ, ვინ გაეშვათ, ვისთვის რამდენი მიესაჯათ ან ვისთვის წაერთმიათ, ვინ ეწამებიათ და ვისთვის სიციცხლე მოესპოთ. თუ კი ასეთი გამოცდილება მათ გააჩნიათ და ამ გამოცდილებას საზოგადოება მხარს დაუჭერს, ეს გამოჩნდება ოქტომბრის არჩევნებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი