გია ვოლსკი - ბეჟაშვილი შეარჩიეს ​განმცხადებლად, ადამიანი, რომელიც საკმაოდ რბილად საუბრობს, მაგრამ ახასიათებს ხისტი მიდგომა, ისევე როგორც პარტიის დანარჩენ წევრებს, ეს ჩანს მათ განცხადებებსა და ფიზიკურ მოქმედებებში
გია ვოლსკი - ბეჟაშვილი შეარჩიეს ​განმცხადებლად, ადამიანი, რომელიც საკმაოდ რბილად საუბრობს, მაგრამ ახასიათებს ხისტი მიდგომა, ისევე როგორც პარტიის დანარჩენ წევრებს, ეს ჩანს მათ განცხადებებსა და ფიზიკურ მოქმედებებში

ბეჟაშვილი შეარჩიეს ​განმცხადებლად, ადამიანი, რომელიც საკმაოდ რბილად საუბრობს, მაგრამ ხისტი მიდგომა ახასიათებს როგორც მას, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენ წევრებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საკრებულოებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, ეს ჩანს არა მხოლოდ მათ განცხადებებში, არამედ ფიზიკურ მოქმედებებში, რომელიც ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო პროცესის დროს ყველამ ნახა.

„გიდასტურებთ, რეალურად მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის პრევენციისთვის, რომ საბოტაჟის ეს წამოწყებული სტრატეგია არ ყოფილიყო წარმატებული, მათ შორის იმ კონკრეტულ რეგიონებში, სადაც საკრებულოში მცირე, მაგრამ უმეტესობა ჰყავს „ნაცმოძრაობას“. ანუ პერსპექტივა იმისა, რომ არ დამტკიცდეს ბიუჯეტი, არ დაიწყოს გარკვეული პროექტების შესრულება, იყო რეალური და ამის რეალობა დაადასტურა ყველა იმ საქციელმა, მოქმედებამ, თუნდაც განცხადებამ, თუნდაც ვერბალურმა ნაწილმა მათი მოქმედებებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სულ ახლახანს.

გიდასტურებთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რათა დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის რეალიზაციის მსვლელობისას არ ექნება საკრებულოს საშუალება, იმუშაოს. საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდეს და იმუშაოს არა მხოლოდ იმისთვის, რომ რეგიონში არაფერი განხორციელდეს და ამით მიიღოს დივიდენდები. ამის საშუალება საკრებულოს თავის საქმიანობის პერიოდში ექნება, გააკრიტიკოს ესა თუ ის პროგრამა, არ დაუშვას გარკვეული პროექტების შესრულება. მაგრამ, უკვე პასუხისმგებლობა მისი, ხალხის წინაშე, რომელიც ელოდება ამ პროექტების განხორციელებას, გაათმაგდება. აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება სწორედაც ემყარება საზოგადოების ინტერესს და მათ მიმართ პასუხისმგებლობის ამაღლებას იმ საკრებულოსი, სადაც „ნაცმოძრაობას“ უმრავლესობა გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.