გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების კუთხით რესურსი კიდევ არსებობს და მუშაობა გაგრძელდება
გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების კუთხით რესურსი კიდევ არსებობს და მუშაობა გაგრძელდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით რესურსი კიდევ არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს დანაშაული არ აქვს ჩადენილი.

„მას გარკვეული შეხედულება აქვს და თავის აზრს გამოხატავს. აზრის გამოხატვის გამო ტყვეობაში ორი წელი ყოფნა ის არის, რასაც პოლიტიკური დემარში ჰქვია. ეს სწორედ იმ დროს ხდება, როცა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური ვითარება დაძაბულია და ეს არის მნიშვნელოვანი მაშველი რგოლი დაძაბულობის განვითარებისთვის. მეორე მხრივ კი, ეს არის არაადამიანური საქციელი, რომელსაც არ მგონია, რომ მსოფლიო შეეგუოს. რესურსი კიდევ არსებობს და მუშაობა გაგრძელდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.