გია გაჩეჩილაძე - გამორიცხული იყო ეს შედეგი არ დადებულიყო, ვგრძნობდი ქართველი ხალხის მაჯის ცემას
გია გაჩეჩილაძე - გამორიცხული იყო ეს შედეგი არ დადებულიყო, ვგრძნობდი ქართველი ხალხის მაჯის ცემას

დღევანდელ შედეგს ველოდი, გამორიცხული იყო ეს შედეგი არ დადებულიყო, ვგრძნობდი ქართველი ხალხის მაჯის ცემას და პულსაციას,- ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„რასაც ვიძახდი ის მოხდა. თბილისმა იცის თავის ტაქტიკა. ველოდი, გამორიცხული იყო ეს შედეგი არ დადებულიყო. ვგრძნობდი ქართველი ხალხის მაჯის ცემას და პულსაციას.

მგონი, ყველა ხვდებოდა, რომ ქართველი კაცი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმ ძალადობას, რა ძალადობის ქვეშაც ჩვენ ვიმყოფებოდით იმ წლების განმავლობაში.

გულწრფელად ვამბობ, კაცთმოძულე რეჟიმი არ არის ეს. ამ რეჟიმს შეიძლება რაღაც ეშლება, მაგრამ კაცთმოძულე არასდროს ყოფილა და ეს თქვა ქართველმა ხალხმა დღეს“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.