გია ჟორჟოლიანი - როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ის, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც უსამართლობაა, ყველა შემთხვევაში მის წინააღმდეგ იბრძოლებს
გია ჟორჟოლიანი - როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ის, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც უსამართლობაა, ყველა შემთხვევაში მის წინააღმდეგ იბრძოლებს

როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ის, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც უსამართლობაა, ყველა შემთხვევაში ამ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებს,- ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, სრულად პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვინმემ მიიჩნიოს, რომ უსამართლობა ხდება.

აქედან გამომდინარე, გია ჟოჟოლიანი ფიქრობს, რომ პატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო სისტემის საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს.

„ეს არის ორი სხვადასხვა საკითხი, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ის, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც უსამართლობაა, ყველა შემთხვევაში ამ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებს. სრულად პროპორციულიც რომ იყოს, შეიძლება, ასეთ შემთხვევებშიც

მოხდეს რაღაც უსამართლო ან ვიღაცამ ჩათვალოს უსამართლობას აქვს ადგილი. ამიტომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. მეორე საკითხი არის, რომ საარჩევნო გარემო და პოლიტიკური სუბიექტების ან პოლიტიკური ფიგურების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს მოგახსენებთ. სასამართლოს კომპეტენციაში ვერ ჩავერევი და მგონია, რომ სასამართლოს გადასაწყვეტია, ვინ სამართლიანად და უსამართლოდ. ყველა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის შესაძლებლობა იქნება რეალიზებული“ ,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.