გია ჟორჟოლიანი - მიხეილ სააკაშვილს ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს
გია ჟორჟოლიანი - მიხეილ სააკაშვილს ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს

სააკაშვილს გეგმები აქვს, ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან მიმართებით ერთია იურიდიული და სამართლებრივი საკითხები, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევნებში სააკაშვილის გამარჯვებას მაინც არ დაუშვებს.

„სერიოზულად ამაზე ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება. რა ორი წლით აპირებს? სააკაშვილს გეგმები აქვს. ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს, ჩამოვალ, აქ სტაბილურობა იქნება, არ მინდა გაყალბება, – ამ დროს გაყალბების წინააღმდეგ შტაბს ქმნიან, ქმნიან გაყალბების დიდოსტატები და  31 ოქტომბერს არ უყურებენ, ესენი უყურებენ პირველ ნოემბერს. გაყალბების წინააღმდეგ შტაბი არის აქციების შტაბი. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყველა შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები დაიწყებენ, მცდელობა ექნებათ, არჩევნების დელეგიტიმაციისთვის, ასე რომ, ეს ყველაფერი არის პროვოკაცია. დავანებოთ თავი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, იურიდიულ საკითხებსა და სამართლებრივ საკითხებს, პოლიტიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მოსახლეობა, უდიდესი ნაწილი დაუშვებს, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებს და გახდება პრემიერ-მინისტრი, სისულელეა, რბილად რომ ვთქვა. ამას შეიძლება მარტო მოყვეს დესტაბილიზაცია და ამისკენ გადადგმულია ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯები“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.