გია აბდალაძე - ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხვალ უნდა დასრულდეს, მადლობა ყველას, ვინც გლდანის ჯოჯოხეთთან იბრძოდით ჩვენი სიმართლისათვის
გია აბდალაძე - ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხვალ უნდა დასრულდეს, მადლობა ყველას, ვინც გლდანის ჯოჯოხეთთან იბრძოდით ჩვენი სიმართლისათვის

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ხვალისთვის დაგეგმილ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მოხდა მის ცხოვრებაში, ამ დღეს უნდა დასრულდეს.

„ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე მძიმე იქნება, ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხვალ უნდა დასრულდეს. სამწუხაროა, რომ ამ დღეს ჩემი უფროსი გარდაცვლილი ძმა ვერ ესწრება, ვერც დეიდაჩემი, რომელიც უზომოდ მიყვარდა, ვერც ირაკლი გედენიძის დედა. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ, ვინც გლდანის ჯოჯოხეთთან იბრძოდით ჩვენი სიმართლისათვის, მადლობა ყველა ჟურნალისტს, იმ ადამიანებს, ვინც გვეხმარებოდით, ყოველ დღეს გვებრძოლა ხვალინდელი დღისათვის. განაჩენი, რომელიც ხვალ უნდა დადგეს, ეს თქვენი, თითოეულის გამარჯვების დღეა. მადლობა, მადლობა, ყველას მადლობა. სააპელაციო სასამართლოში 11:00 საათზეა ფოტოგრაფების საქმის დასასრული“, – წერს გია აბდალაძე „ფეისბუქში“.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, ხვალ გამოცხადდეს.