ღვინიაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და ოთხიდან ოთხივე ქართველი მეოთხედფინალშია
პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდის.
მეორე ორთაბრძოლა მოიგო 90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა და ოთხიდან ოთხივე ქართველი მეოდხედფინალში იასპარეზებს. ბექა ნახევარფინალში გასასვლელად ცნობილ ნიდერლანდელ ძიუდოისტს ნოელ ვან ტენდს შეხვდება, ვარლამ ლიპარტელიანი აზერბაიჯანელ ელმარ კასიმოვს დაუპირისპირდება, მატიაშვილი ისრაელის წარმომადგენელს, ხოლო თუშიშვილი ნიდერლანდელ სპორტსმენს შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.