ღვარცოფის საშიშროების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ღვარცოფის საშიშროების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ხევები ადიდდა და მოსალოდნელია ღვარცოფი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი, ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.