ღუდუშაურის კლინიკაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირი შეუძლოდ გახდა
ღუდუშაურის კლინიკაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირი შეუძლოდ გახდა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქური ღუდუშაურის კლინიკაში, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობის დროს შეუძლოდ გახდა გახდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ალექსანდრე ზუბიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესის დროს გონება დაკარგა.

ამის გამო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.

ბრალდების მხარე ჯიქურისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ალტერნატივის სახით 2000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოდის.