გერმანულმა მედიამ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის აფიშა დაბეჭდა [ფოტო]
გერმანულმა მედიამ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის აფიშა დაბეჭდა [ფოტო]

გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ Frankfurt spezial-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის აფიშა დაბეჭდა. გაზეთი 250-ათასიანი ტირაჟით გამოდის და გერმანიაში ვრცელდება.

გაზეთმა Offenbach-post დაგეგმილ ექსპოზიციას სტატია მიუძღვნა. წერილში საუბარია ქართული ანბანის მსოფლიო მნიშვნელობასა და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერები, პირველნაბეჭდი წიგნები და რარიტეტული გამოცემები იქნება წარმოდგენილი. კოლექციაშია ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი.