გერმანიის რაგბის კავშირი – რუსეთი მსოფლიოზე, გერმანია ან პორტუგალია პლეიოფში
Zweites Spiel der Rugby Europe Championship 2018: Deutschland-Georgien in Offenbach/Main am 17.02.2018 Deutschlands Gedraengehalb Oliver Paine (Deutschland, 9) startet einen neuen Spielzug. Im Hintergrund rechts Lasha Lomidze (Georgien, 8), dahinter Kain Rix (Deutschland, 7).
გერმანიის რაგბის კავშირმა საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც – ბელგიას, ესპანეთსა და რუმინეთს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სატურნირო ქულები გამოაკლდათ, რაც პრაქტიკულად დისკვალიფიკაციას გულისხმობს.
ევროპა 1-ის სტატუსით 2019 წლის მსოფლიო თასზე რუსეთი გავა. გერმანია და პორტუგალია ერთმანეთთან ევროპა 2-ის მოპოვებისა და სამოასთან დაპირისპირების უფლებისათვის
ითამაშებენ.საგულისხმოა, რომ თუკი გადაწყვეტილება საბოლოოაა და აღნიშნულს „რაგბი ევროპა“-ც დაადასტურებს, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გახდება. შეგახსენებთ, რომ შარშან „ბორჯღალოსნებმა“ ფინალური შეხვედრა სწორედ რუმინელებთან დათმეს.
საინტერესოა ისიც, რომ „მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, „ა“ ჯგუფში რუმინეთის ადგილი უკვე რუსეთმა დაიკავა.

აღნიშნული ინფორმაცია უკვე მსოფლიო რაგბის ვებ-გვერდზეც, მათი ოფიციალური გადაწყვეტილებით დასტურდება.
