„მსოფლიო რაგბის“ დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილება ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის შესახებ - მსოფლიო თასზე რუმინეთს რუსეთი ჩაანაცვლებს
„მსოფლიო რაგბის“ დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილება ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის შესახებ - მსოფლიო თასზე რუმინეთს რუსეთი ჩაანაცვლებს

„მსოფლიო რაგბის“ დამოუკიდებელმა კომიტეტმა გამოიძია ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირთან დაკავშირებით არსებული კითხვები, რომლებიც 2017 და 2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატს ეხებოდა და გადაწყვიტა, რომ ბელგიის, ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებში ისეთი მორაგბეები ირიცხებოდნენ, რომლებსაც ამ ქვეყნების საერთაშორისო დონეზე წარმოდგენის უფლება არ ჰქონდათ. თითოეულ მათგანს გამოაკლდა ხუთი სატურნირო ქულა ყველა იმ თამაშისათვის, რომლებშიც ამ მორაგბეებმა მიიღეს მონაწილეობა.

დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც სერ ჯეიმს დიგემანის, სერ პიტერ ფრეიზერის და ლექს მპატისაგან შედგებოდა, შემდეგ საკითხებს იკვლევდნენ: 

  • ბელგია ესპანეთის დაპირიპირების შედეგი (2018 წლის 18 მარტი). მატჩის მთავარი არბიტრი იყო ადამიანი, რომელიც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამომდინარე არ იყო ნეიტრალური. აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა კითხვები აშკარა (მაგრამ არა დადასტურებული) მიკერძოების შესახებ
  • დაირღვა თუ არა „მსოფლიო რაგბის“ მე-8 რეგულაცია (დასაშვებობა) მონაწილე კავშირების მხრიდან, 2017 და 2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას

ბელგია ესპანეთის მატჩის შესწავლისას, განხილულ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, „მსოფლიო რაგბის“, „რაგბი ევროპის“, ესპანეთის და ბელგიის მხრიდან მიღებული მტკიცებულებების ჩათვლით და დამოუკიდებელმა კომიტეტმა უარი განაცხადა მატჩის საბოლოო შედეგის გაუქმებაზე. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა განმეორებით არ გაიმართება.

რაც შეეხება მოთამაშეთა დასაშვებობას, მტკიცებულებათა სრული შესწავლის შემდეგ კომიტეტმა დაადგინა, რომ –

  • ბელგიელებმა, 2017 და 2018 წლებში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 7 შეხვედრაში ათამაშეს ერთი ან მეტი დაუშვებელი მორაგბე (ამათგან 6 შეხვედრა ეხებოდა 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირს)
  • რუმინელებმა, 2017 და 2018 წლებში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში ათამაშეს ერთი ან მეტი დაუშვებელი მორაგბე (ამათგან 6 შეხვედრა ეხებოდა 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირს)
  • ესპანელებმა, 2017 და 2018 წლებში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 9 შეხვედრაში ათამაშეს ერთი ან მეტი დაუშვებელი მორაგბე (ამათგან 8 შეხვედრა ეხებოდა 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირს)

რაც შეეხება სანქციებს, „მსოფლიო რაგბის“ მე-18 რეგულაციის თანახმად, დამოუკიდებელმა კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო –

  • თითოეულ გუნდს გამოაკლდება 5 ქულა იმ შეხვედრებში, რომლებშიც დაუშვებელმა მორაგბემ იასპარეზა (40 ქულა ესპანეთს, ხოლო 30-30 ქულა ბელგიას და რუმინეთს). შესაბამისად, მოხდება რაგბი ევროპის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის გადაწყობა 2019 წლის მსოფლიო თასისათვის. რუსეთი მოიპოვებს ევროპა 1-ის სტატუსს და მსოფლიო თასზე რუმინეთს „ა“ ქვეჯგუფში ჩაანაცვლებს, ხოლო გერმანია კი პორტუგალიას ესპანეთის ნაცვლად დაუპირისპირდება.
  • მსოფლიო რაგბის მე-8 რეგულაცია ადგენს აუცილებელ ფინანსურ ჯარიმას – 25 000 ფუნტი სტერლინგი თითოეულ დაუშვებელ მოთამაშეზე და 100 000 ფუნტი სტერლინგი ყველა დამნაშავე კავშირს, შესაბამისად ბელგიას დაეკისრა 125 000 ფუნტი სტერლინგი, ესპანეთს 50 000 ფუნტი სტერლინგი, ხოლო რუმინეთს 100 000 ფუნტი სტერლინგი.

დამოუკიდებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაუშვა როგორც „რაგბი ევროპამ“, ასევე მონაწილე კავშირებმა, თუმცა მათ ეს განზრახ არ გაუკეთებიათ. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც „მსოფლიო რაგბის“ ორგანიზამ ხელახლა გაუსვა ხაზი მე-8 რეგულაციის მნიშვნელობას და დაავალა მხარეებს გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მომავალში მსგავს დარღვევებს გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირველად გერმანიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
  1. რაგბი | საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს იტალიას ეთამაშება #1TVSPORT
  2. რაგბი | კლაივ ვუდვორდი - ქართველებს სურთ დაამტკიცონ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ, მაგრამ ამისთვის შანსი სჭირდებათ #1TVSPORT
  3. 5 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებენ #1TVSPORT
  4. რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების შვიდი მოთამაშე მოხვდა #1TVSPORT
  5. საქართველოს რაგბის კავშირი უელსის ნაკრებს ტესტმატჩის ჩასატარებლად თბილისში იწვევს #1TVSPORT
  6. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა [ფოტო]
  7. ზედიზედ მეშვიდედ - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
  8. საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის მზადება დაიწყო - რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
  9. მერაბ შარიქაძე - იმედია, ფინალში პორტუგალიას შევხვდებით #1TVSPORT
  10. რიჩარდ კოკერილი - რუმინეთთან მოგების მიუხედავად, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია #1TVSPORT