გერმანიის ქალაქ ვესტოენენში ერთი ტონა გამდნარი შოკოლადი ქუჩაში დაიღვარა

12:53, 12.12.2018

დასავლეთ გერმანიაში შოკოლადის ქარხნიდან ქუჩაში ტონა შოკოლადმა გაჟონა.

როგორც გერმანული გამოცემა Soester Anzeiger-ი წერს, ქალაქ ვესტოენენში მდებარე ქარხანაში შოკოლადის შემნახველ ავზთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც გამდნარი შოკოლადი დაიღვარა.

შოკოლადისგან ქუჩის დასასუფთავებლად 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ქუჩაში დაღვრილი შოკოლადი მალევე გამაგრდა.

სპეციალისტებმა ასფალტიდან ტკბილეულის მოსაცილებლად ნიჩბები და ცხელი წყალი გამოიყენეს.

მსგავსი