დონალდ ტრამპი – აშშ-ს ირანთან ომი არ დაუწყია, ირანი 1979 წლიდან აწარმოებს ომს შეერთებული შტატების წინააღმდეგ
აშშ-ს ირანთან ომი არ დაუწყია, ირანი 1979 წლიდან აწარმოებს ომს აშშ-ის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ომში გაიმარჯვა და ახლა ცდილობს, დარწმუნდეს, რომ ეს სრული გამარჯვებაა.
„მათ სერიოზული პასუხი გავეცით და გავიმარჯვეთ. საკითხავი მხოლოდ ის არის, ხომ არ გვსურს ამის დასრულება? ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ სრული გამარჯვება მოვიპოვეთ და არა 93%-იანი. ეს სრული გამარჯვება იქნება. მათ 25 წელი დასჭირდებათ იმის აღსადგენად, რაც ჩვენ გავანადგურეთ. იმედი მაქვს, ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განადგურება აღარ მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.