გერმანიის ქალაქ ვესტოენენში ერთი ტონა გამდნარი შოკოლადი ქუჩაში დაიღვარა
დასავლეთ გერმანიაში შოკოლადის ქარხნიდან ქუჩაში ტონა შოკოლადმა გაჟონა.
როგორც გერმანული გამოცემა Soester Anzeiger-ი წერს, ქალაქ ვესტოენენში მდებარე ქარხანაში შოკოლადის შემნახველ ავზთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც გამდნარი შოკოლადი დაიღვარა.
შოკოლადისგან ქუჩის დასასუფთავებლად 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ქუჩაში დაღვრილი შოკოლადი მალევე გამაგრდა.
სპეციალისტებმა ასფალტიდან ტკბილეულის მოსაცილებლად ნიჩბები და ცხელი წყალი გამოიყენეს.