გერმანიის ორ ქალაქში ავტომობილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი მართავდა, ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
გერმანიის ქალაქებში ბოტროფსა და ესენში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ორივე შემთხვევაში ავტომობილს ერთი და იგივე პირი მართავდა.
ეჭვმიტანილი გერმანიის მოქალაქე, ქალაქ ესენის მკვიდრი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.
მომხდარის სავარაუდო მოტივად ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილი სახელდება. დაშავებულია სირიული, ავღანური და თურქული წარმომავლობის რვა პირი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა 1-ელ იანვარს, ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე საათში მოხდა.
ესენის სასამართლომ მძღოლის დაკავების ორდერი გასცა. სამართალდამცველები მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებაზე მსჯელობენ.