გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი არ დაასრულა რასისტული შეურაცხყოფის გამო #1TVSPORT
გერმანიისა და ჰონდურასის ოლიმპიური ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფეხბურთში მოულოდნელად დასრულდა, როცა გერმანელთა გუნდმა მინდორი მიატოვა მცველ ჯორდან ტორუნარიგის მისამართით რასისტული შეურაცხყოფის გამო.
შეხვედრა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების რანგში იმართებოდა. მატჩის ანგარიში 1:1 იყო, როცა გერმანიის ნაკრებმა მინდორი დატოვა.
ტორუნარიგა 23 წლის ფერადკანიანი ფეხბურთელია, რომელიც საკლუბო დონეზე ბერლინის „ჰერტაში“ თამაშობს.