ნაგელსმანი უკმაყოფილოა, რომ  „ლაიფციგმა“„ჰერტასთან“ ფრე ითამაშა
ნაგელსმანი უკმაყოფილოა, რომ  „ლაიფციგმა“„ჰერტასთან“ ფრე ითამაშა

გერმანული კლუბ „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი „ჰერტასთან“ გამართულ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგით ძალიან უკმაყოფილოა (2:2).მისი აზრით, გუნდმა დაცვაში არასაიმედოდ ითამაშა.

„პირველი წუთებიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვუკელით, ალბათ იმიტომ, რომ დაცვაში სკოლის მოსწავლეებივით ვთამაშობდით. მეცხრე წუთზე, როდესაც პირველი გოლი გავუშვით, მთელი დაცვა გაჩერებული იყო, ისინი არაფერს აკეთებდნენ, – ციტირებს A Bola გერმანული კლუბის დამრიგებელს.- ეს იყო რიგით მეორე შეხვედრა საკუთარ მოედანზე, რომელშიც ხელიდან უამრავი საგოლე მომენტი გავუშვით. ამას მხოლოდ ჩვენ თავს უნდა ვაბრალებდეთ.მე კმაყოფილი ვარ დაგროვებული ქულებით, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს“. – დაასრულა ნაგელსმანმა.