ბრუნო ლაბადია „ჰერტას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ბრუნო ლაბადია „ჰერტას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ბრუნო ლაბადია „ჰერტას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეთანხმების ზუსტი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაბადიას კონტრაქტი ბერლინურ კლუბთან 2022 წლამდე იქნება ძალაში.

ბრუნო ლაბადიამ „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ალექსანდერ ნური შეცვალა, რომელიც გუნდიდან იურგენ კლინსმანის წასვლის შემდეგ „ჰერტას“ დროებით ხელმძღვანელობდა.

„ჰერტა“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-13 ადგილზეა.