გერმანიის ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი არ განიხილავს ეროვნულ გუნდში „ბაიერნის“ ფორვარდ თომას მიულერის დაბრუნებას. ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში 2018 წლის შემდეგ არ მიუწვევიათ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ თამაშის დონით, რომელსაც მიულერი ბოლო დროს აჩვენებს, მაგრამ მწვრთნელმა თავის დროზე ძალიან მკაფიოდ ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება. ლიოვს არ უნდა იმ ჯგუფის შეცვლა, რომელთან ერთადაც უკვე მიაღწია კარგ შედეგებს“, – თქვა ბირჰოფმა.
მიულერმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი პასი შეასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მარტო გერმანიაში, არამედ, TOP5 ქვეყნების ყველა ჩემპიონატში.