გერმანიის ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე ცხრა მოთამაშეა წარდგენილი
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დაასახელა ნომინანტები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2020 წელს გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე.
პრეტენდენტთა სიაში მოხვდნენ: ტიმო ვერნერი (ჩელსი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), მატიას გინტერი (გლადბახი), ტონი კროოსი (რეალი), ილქაი გიუნდონგანი (მანჩესტერ სიტი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი) და რობინ კოხი (ლიდსი).
2020 წელს, გერმანიის ნაკრებმა რვა მატჩი ჩაატარა, სამჯერ გაიმარჯვა, ოთხჯერ ფრედ ითამაშა და ერთხელ წააგო.