გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში 27 ფეხბურთელია, ევროპის ჩემპიონატის საბოლოო სიაში კი 26 მოხვდება.

გერმანიის ნაკრები შეკრებას 26 მაისს დაიწყებს, ხოლო ივნისის დასაწყისში ორ საკონტროლო მატჩს გამართავს: 7-ში უკრაინას დაუპირისპირდება, 11-ში კი – უელსს.

მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობაში არ შეიყვანა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთა არმიწვევამ გულშემატრკივრებსა და სპეციალისტებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ესენი არიან: იულიან ბრანდტი, მატს ჰუმელსი, ლეონ გორეტცკა, ტიმო ვერნერი, ნიკლას ზიულე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები ჯგუფში მოხვდა შოტლანდიასთან, უნგრეთსა და შვეიცარიასთან.

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელსტოდტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბეიერი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (არსენალი), ტომაშ მიულერი (ბაიერნი), დენის უნდავი (შტუტგარტი).