გერმანიის ნაკრები არ ითამაშებს ქვეყნებში, რომლებშიც ქალთა დისკრიმინაციაა
გერმანიის ნაკრები არ ითამაშებს ქვეყნებში, რომლებშიც ქალთა დისკრიმინაციაა

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ახალი პრეზიდენტმა, ფრიც კელერმა გამოაცხადა, რომ გერმანიის ნაკრები გასვლით შეხვედრებს იმ ქვეყნებში არ ჩაატარებს, რომლებშიც ქალებს სტადიონზე არ უშვებენ.

კელერი მხოლოდ სექტემბერში დაინიშნა ახალ თანამდებობაზე, მაგრამ უკვე გააკეთა ერთი სერიოზული განცხადება.

„არსებობს ღირებულებები, რომლებიც ჩვენი აზრით, განხილვას არ ექვემდებარება. ასეთია, მაგალითად ქალთა უფლებები“, – მოჰყავს კელერის სიტყვები ავტორიტეტულ გამოცემა „შპიგელს“.

კელერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში გერმანიის საფეხბურთო კავშირი უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციას ქვეყანაში, რომელშიც გერმანიამ პოტენციურად შეიძლება ამხანაგური მატჩი ჩაატაროს.

უეფაც საფეხბურთო ასოციაციებს რჩევას  აძლევს,  – ბოიკოტი გამოუცხადონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც ქალების უფლებებს არ იცავენ.