გერმანიის კანცლერი - რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის შეთანხმებების დარღვევა იქნება
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება იქნება, როგორც პოლიტიკური კატასტროფა, აგრეთვე მინსკის შეთანხმებების დარღვევა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება თუ რეალობად იქცა, ეს მინსკის პროცესის დარღვევა და „პოლიტიკური კატასტროფა“ იქნება“, – აღნიშნა შოლცმა.
რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.