გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ კანაბისის ლეგალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ კანაბისის ლეგალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ კანაბისის ლეგალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა. გერმანის მედიის ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, კანაბისს ამოიღებენ აკრძალული ნარკოტიკების სიიდან და სრულწლოვან მოქალაქეებს 25 გრამამდე ნივთიერების შენახვა შეეძლებათ.

ამას გარდა, თითოეულ მოქალაქეს უფლება ექნება, სამი ძირი კანაბისი მოიყვანოს. ასევე, პროექტით დაშვებული იქნება ასოციაციების შექმნა, რომლის წევრებიც კანაბისს მოიყვანენ და გაავრცელებენ.

კანონპროექტში ვერ მოხვდა ინიციატივა, რომელიც გერმანიაში ლიცენზირებული კანაბისის კაფეების გახსნის ითვალისწინებდა. თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გერმანიაში საპილოტე პროექტის ფარგლებში გაიხსნება კანაბისის ლიცენზირებული მაღაზიები. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კანაბისის ლეგალიზაცია გერმანიის ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებად შეაფასა.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ, შემოდგომაზე მას პარლამენტში განიხილავენ. როგორც გერმანიის მთავრობაში ვარაუდობენ, კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ კანონი ძალაში 2023 წლის ბოლოს შევა.