გერმანიაში რასიზმი მასშტაბური აქციით გააპროტესტეს
გერმანიაში რასიზმი მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

გერმანიაში რასიზმის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბურ აქციაზე დასასწრებად დედაქალაქ ბერლინში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ. მათი უმეტესობა იმ ქალაქებიდან იყო, სადაც ულტრა-მემარჯვენეები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან. „გავერთიანდეთ რასიზმის წინააღმდეგ“ ამ ლოზუგით აქტივისტებმა ბრანდენბურგის კარიბჭესთან რასიზმის, ქსენოფობიის და ულტრა-მემარჯვენეების წინააღმდეგ გაილაშქრეს.

ორგანიზატორების თქმით, ბერლინის ცენტრალურ ნაწილში გამართულ დემონსტრაციას 150 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

აგვისტოში, გერმანიის ქალაქ კემნიცში ფიზიკური დაპირისპირების დროს თავშესაფრის ორმა მაძიელებმა გერმანიის მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი მოკლა. რასაც ქალაქში მასშტაბური კონტრაქციები მოჰყვა. მიგრანტების წინააღმდეგ დემონსტრაციებს ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური ჯგუფები ესწრებოდნენ. აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა.