გერმანიაში, ქალაქ სანქტ-აუგუსტინის თავშესაფარში პოლიციამ მოზარდი გოგონას ცხედარი იპოვა
გერმანიაში, ქალაქ სანქტ-აუგუსტინის თავშესაფარში პოლიციამ მოზარდი გოგონას ცხედარი იპოვა

გერმანიის ქალაქ სანქტ-აუგუსტინში მდებარე თავშესაფარში პოლიციამ მოზარდი გოგონას ცხედარი იპოვა. მანამდე ოჯახის წევრებმა გოგონას დაკარგვის შესახებ განაცხადეს.

გავრცელებული ცნობით, ის ბონში მეგობართან გაემგზავრა, თუმცა მასთან მისვლამდე გაუჩინარდა.

პოლიციამ გარდაცვლილის ტანსაცმელი და პირადი ნივთები ტბის ნაპირზე იპოვა. ახლა სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა მოხდა თავშესაფარში.

დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.