გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 18 935 შემთხვევა გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 18 935 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 3 400 532 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 83 082 ადამიანი.