უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი
Flag of Moldova in front of a clear blue sky
უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული საკითხი ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (COELA) სხდომაზე განიხილეს, სადაც უნგრეთმა კვლავ უარი თქვა უკრაინისთვის მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნისთვის აუცილებელი სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე.
„ცვლილებები არ არის“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, სხდომაზე აღნიშნული ორი კლასტერის სკრინინგის შედეგები არ დამტკიცებულა მოლდოვისთვისაც.
მე-4 კლასტერი – „მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი ურთიერთდაკავშირება“ – მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანსევროპული ქსელები, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
მე-5 კლასტერი – „რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა“ – მოიცავს სოფლის მეურნეობას, თევზაობას, რეგიონულ პოლიტიკასა და საბიუჯეტო საკითხებს.
ეს არის მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერი, რომლებიც უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი გახსნა 2026 წლის ბოლომდე მოხერხდება.