გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 544 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 249 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გადიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 942 687 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 14 361 ადამიანი.