გერმანიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 432 ადამიანი დაინფიცირდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი სულ 179 002 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 8302 შემთხვევა ლეტალური აღმოჩნდა. მათ შორის 45 პაციენტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბავარიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაზე მოდის.