გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 432 ადამიანი დაინფიცირდა

08:12, 26.05.2020

გერმანიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 432 ადამიანი დაინფიცირდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი სულ 179 002 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 8302 შემთხვევა ლეტალური აღმოჩნდა. მათ შორის 45 პაციენტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბავარიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაზე მოდის.

მსგავსი