ირლანდიის პრემიერი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად იმუშაონ კონტინენტის ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე

13:57, 12.11.2026

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის განცხადებით, აზერბაიჯანის მონაწილეობა ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებაში ევროპის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის.

ამის შესახებ მარტინმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერის თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად იმუშაონ კონტინენტის წინაშე არსებულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

მიჰოლ მარტინის შეფასებით, აზერბაიჯანთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ენერგომომარაგების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკული კავშირების განვითარებას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და იშვიათ მიწა-მინერალებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, მიჰოლ მარტინმა განცხადა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების არაფორმალური ფორმატი მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებზე ევროკავშირის ტრადიციული შეხვედრების ფარგლებს გარეთაც ითანამშრომლონ.

მსგავსი