გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში 1 188-ით გაიზარდა
გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში 1 188-ით გაიზარდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 188 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 38 795 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 849-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 866 000-ზე მეტი შემთხვევა.