გერმანიაში კორონავირუსის 7 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 315 ადამიანი

09:09, 04.05.2021

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 315 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 433 516 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 83 591 ადამიანი.

მსგავსი