გერმანიაში კორონავირუსის 24 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 962 ადამიანი
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა აღირიცხა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 962 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 27 968 შეადგინა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 740-ით გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 554 000-ზე მეტი შემთხვევა.