გერმანიაში კორონავირუსის 21 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 250 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 21 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 250 პაციენტი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 250 პაციენტი ემსხვერპლა. მონაცემებს „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია 3.47 მილიონი შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 84 126 ადამიანისთვის.