გერმანიაში კორონავირუსის 21 695 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 379 ადამიანი
გერმანიაში კორონავირუსის 21 695 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 379 ადამიანი

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 21 695-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 28 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 379 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 15 965 შეადგინა.