გერმანიაში კორონავირუსის 19 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 19 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 060 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 42 637 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 600-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 953 426 შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა ქვეყანაში კარანტინის კიდევ 10 კვირით გახანგრძლივებას განიხილავს.